19 авг. 2008 г.

ქალაქის თეატრული ცხოვრება

1967 წელს გიგა ლორთქიფანიძის თაოსნობით მარჯანიშვილის თეატრიდან მოსულმა 26 კაციანმა მსახიობთა ჯგუფმა, სულ მცირე დროში, საოცარ შედეგს მიაღწია. 1 ივნისს კულტურის სამინისტროს ბრძანებით რუსთავში სახელმწიფო დრამატული თეატრი შეიქმნა, რომელიც სულ მალე ერთ-ერთი მოწინავე გახდა საქართველოს თეატრებს შორის. ამავე წლის 30 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის რეჟისორობით პირველი სპეკტაკლის- ’’სირანო დე ბერჟერაკის’’ პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლს ოთარ მეღვინეთუხუცესი თამაშობდა। თეატრის დამფუძნებელთაგან (’’მარჯანიშვილიდან განდგომილები’’) დღესაც მოღვაწეობენ: ლეილა შოთაძე, ლერი მიშველაძე და ჯემალ მაზიაშვილი, (1991 წლიდან თეატრის დირექტორი).
საბავშვო თეატრი
1980, წელს რეზო მორჩილაძის ინიციატივით, რუსთავის საქალაქო კულტურის სახლში თოჯინების თეატრი ჩამოყალიბდა। თეატრმა სეზონი ”ქაჯანას ” პრემიერით გახსნა। 1994 წელს თეატრმა მხატვრული გამომსახველობითი საშუალებები გაზარდა და ჩამოყალიბდასაბავშვო-ახალგაზრდულ თეტრად.

ლიტერატურული თეატრი
2000 წლის ივნისში, ყოფილი საბავშვო თეატრის (”თეატრონი”) ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საგანმანათლებლო, პუბლიცისტურ-შემეცნებითმა თეატრმა, სადაც მოღვაწეობას განაგრძობენ რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობები: ნუკრი არჩვაძე, ლია ალამაზაშვილი, ზურა ჯინჭარაძე და ნეთელა მუხულიშვილი.।

Комментариев нет: